კომპანიის შესახებ

"მეტალტექნიკა" 2016 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უჟანგავი მეტალის ქართული წარმოების სარესტორნე ავეჯს:

უჟანგავი მეტალის მაგიდები;
უჯანგავი მეტალის მაგიდები ნიჟარით;
მაგიდები საწრეტითა და ნიჟარით;
უჟანგავი მეტალის კარადები;
ლანგრები და ლანგრების დამჭერები;
უჟანგავი მეტალის გამწოვის ქუდები (ქოლგა);
თაროები;
ურიკები.


                              


 

პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის უჟანგავი AISI 304, AISI 201 მეტალისაგან.

შესაძლებელია, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, არასტანდარტული ზომისა და ფორმის ავეჯის დამზადებაც, რაც გულისხმობს, ობიექტების ადგილზე დეტალურ შესწავლას, პროექტის განშლასა და არასტანდარტული, მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებას.

კომპანია "მეტალტექნიკას" მიზანია, ხელი შეუწყოს, კვების პროდუქტების ინდუსტრიის განვითარებას, ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენს მიერ დამზადებული ნებისმიერი აღჭურვილობა წარმოებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალებისაგან შემდგარი გუნდის მიერ.
 


რატომ მეტალტექნიკა?


ჩვენი უპირატესობებია:
 არასტანდარტულ, პროექტზე მორგებული გადაწყვეტილებები;
 ადგილობრივ ბაზარზე მომსახურების მუდმივი ხელმისაწვდომობა;
 სწრაფი და ეფექტური ლოჯისტიკა;
 პროფესიონალთა გუნდი;
 ობიექტის შესწავლა და პროექტის განშლა.


სამიზნე სეგმენტი:


 სარესტორნე ბიზნესები;
 კაფე-ბარები;
 სწრაფი კვების ობიექტები;
 სასტუმროები;
 სამედიცინო დაწესებულებები.

 


კომპანიის მისია


 კომპანიის შექმნის იდეას, საფუძვლად უდევს, ძვირადღირებული, დაბალი ხარისხის იმპორტირებული უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული ავეჯის ალტერნატივის შექმნა;
 წარმართოს საქმიანობა ეფექტურად და ხარისხიანად. თითოეული პროექტი თუ წარმოებული პროდუქცია, გადის საწარმოო კონტროლს, რომელსაც ახორციელებენ გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ინჟინრები;
 მომხმარებლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი და კომფორტული ადგილობრივი წარმოება;
 შეიტანოს საკუთარი წვლილი ქართული წარმოების განვითარებაში და დაასაქმოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი.

 


კომპანიის სამუშაო სივრცე და პერსონალი


კომპანია "მეტალტექნიკას" სამუშაო სივრცე განთავსებულია 700 კვ.მ ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ მასშტაბური პროექტების რეალიზება. კომპანიაში მენეჯმენტის ჩათვლით დასაქმებულია 20_ამდე ადამიანი.
 


საწარმოო შესაძლებლობები და აპარატურა


პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და გადამზადების გარდა, კომპანია "მეტალტექნიკა", მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული წარმოების განვითარებაში. ჩვენი საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ხარისხზე
 


უჟანგავი მეტალის ფურცლოვანის საკეცი ჩარხი


ჩარხი უზრუნველყოფს მეტალის ფურცლოვანისათვის საჭირო ფორმის და მოკეცვის კუთხის შექმნას. მისი ციფრული მართვის პანელი საშუალებას იძლევა ორჯერ შევამციროთ ამა თუ იმ შეკვეთის წარმოებისათვის საჭირო დრო.

 


უჟანგავი მეტალის ფურცლოვანის გილიოტინა


დანადგარი საშუალებას გვაძლევს მეტალის ფურცლოვანა მოვჭრათ ყოველგვარი წიბოებისა და ნაჭდევების გარეშე, გამომდინარე აქედან, ნივთის ზედაპირს იდეალური სიზუსტე აქვს.

 


სწორად განხორციელებული ინვესტიცია თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია!