ჩვენი კომპანიის მიზანია შეგიქმნათ კომფორტული და ჯანსაღი სამუშაო გარემო
კომერციული სამზარეულოს ნებისმიერი აღჭურვილობა
უმაღლესი ხარისხის უჟანგავი მეტალისაგან
მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდის დახმარებით
"მეტალტექნიკა" 2016 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უჟანგავი მეტალის ქართული წარმოების ავეჯს.
პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და გადამზადების გარდა, კომპანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული წარმოების განვითარებაში.
ჩვენი საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ხარისხზე.
სამუშაო სივრცე განთავსებულია 700 კვ.მ ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მასშტაბური პროექტების განხორციელებაშია. კომპანიაში დასაქმებულია 20 ზე მეტი ადამიანი.
სამიზნე სეგმენტი
-
სარესტორნე ბიზნესები
-
კაფე-ბარები
-
სასტუმროები
-
სწრაფი კვების ობიექტები
-
სამედიცინო დაწესებულებები
ჩვენი უპირატესობა
- არასტანდარტულ პროექტზე მორგებული გადაწყვეტილებები;
- ადგილობრივ ბაზარზე მომსახურების მუდმივი ხელმისაწვდომობა;
- სწრაფი და ეფექტური ლოჯისტიკა;
- პროფესიონალთა გუნდი;
- ობიექტის შესწავლა და პროექტის განშლა.
ჩვენი მისია
- კომპანიის შექმნის იდეას, საფუძვლად უდევს, ძვირადღირებული, დაბალი ხარისხის იმპორტირებული უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული ავეჯის ალტერნატივის შექმნა;
- წარმართოს საქმიანობა ეფექტურად და ხარისხიანად. თითოეული პროექტი თუ წარმოებული პროდუქცია, გადის საწარმოო კონტროლს, რომელსაც ახორციელებენ გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ინჟინრები;
- მომხმარებლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი და კომფორტული ადგილობრივი წარმოება;
- შეიტანოს საკუთარი წვლილი ქართული წარმოების განვითარებაში და დაასაქმოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი.





































































































