მეტალტექნიკა ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს.
ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ უამრავი ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი ტოპ პარტნიორი შეიძინა.
ჩვენ ვესტუმრეთ რამდენიმე მათგანს, დავათვალიერეთ ჩვენ მიერ დაპროექტებული სამზარეულოს კუთხეები თუ სხვადასხვა ტიპის დანადგარი და გთავაზობთ მათი წარმომადგენლების მიერ მეტალტექნიკის პროდუქტის/სერვისის შეფასებას.
ახალი სასტუმრო ავლაბარში - Clocks
„აღჭურვილობის შერჩევისას, ჩვენი პრიორიტეტი მრავალწლიანი ხარისხისა და კომფორტის გარანტია იყო, რათა სტუმრებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მეტალტექნიკა,“ - ამბობს Clocks-ის თანადამფუძნებელი, ნინო არეშიძე.
სასტუმროსათვის, ინდივიდუალური პროექტირების საფუძველზე, უჟანგავი მეტალისაგან დამზადდა:
- ცენტრალური ტიპის გამწოვის ქოლგა
- სამრეცხაო მაგიდები
- სტელაჟები
- კედლის კარადები
- მაგიდები ქვედა თაროებით
Ambassador Tbilisi hotel
„სამზარეულო არის ადგილი, სადაც სადაც პროფესიონალ გუნდთან ერთად, დანადგარების ხარისხიც გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება მეტალტექნიკას მივანდეთ, რომელმაც უჟანგავი მეტალისაგან ყველაზე ხარისხიანი და კომფორტული სარესტორნე ავერჯი დაგვიმზადა,“ - ვატო ხაჩატური, ამბასადორის სუ-შეფი.
ინდივიდუალური პროექტირების საფუძველზე, დამზადდა:
- ცენტრალური ტიპის გამწოვი ქოლგა განათებით
- ბარმენის სადგურები
- თაროები
- კონვექციური ღუმელის სადგამი
- მაგიდა
Malongo
„Malongo - ეს არის კულინარიული აღმოჩენების ფრანგული სივრცე საქართველოში.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სტუმრებს დროულად და ხარისხიანად მოვუმზადოთ სასურველი კერძი, ამისათვის კი სამზარეულოში სრული კომფორტის შექმნაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ადგილობრივი წარმოების, უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული სარესტორნე ავეჯი,“ - მალონგოს მენეჯერი.
ინდივიდუალური პროექტირების საფუძველზე დამზადდა:
- კედლის კარადები
- გამწოვი ქოლგის სპეციალური თარო
Fresh Culinair
„იმისთვის, რომ ჯანსაღი პროდუქტი შევქმნათ, აუცილებელია კეთილმოწყობილი და კომფორტული სამზარეულო.
კომპანია „მეტალტექნიკამ“, ჩვენი სამზარეულოს ყველა საჭიროების გათვალისწინებით, საუკეთესო პროექტირება გააკეთა“, - ფრეშ კულინარის სუ-შეფი.
ობიექტისათვის დამზადდა შემდეგი ტიპის პროდუქცია უჟანგავი მეტალისაგან:
- კედლის ტიპის გამწოვი ქოლგა განათებით
- ტაფებისა და ჩამჩების საკიდი განათები
- კონვექციური ღუმელის სადგამი
- კაბელ-არხები
- მაგიდები